ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებას უნდოდა ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვისთვის ბრალის წაყენება და ექვსი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა ამ საქმეს

ბათუმში დაკავებული მერიის სამი მაღალჩინოსნის ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, გამოძიებას უნდოდა ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვისთვის ბრალის წაყენება და ექვსი უდანაშაულო ადამიანი ამ საქმეს შეეწირა.

რამინ პაპიძე განმარტავეს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე გიორგი ერმაკოვმა აჭარის მთავრობას მისწერა დახმარების თხოვნით, რომ ბათუმში "იაფი სახლის" პროექტი განეხორციელებინა.

ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა, ამ საქმეში გიორგი ერმაკოვი უდანაშაულოა, თუმცა განმარტებები ბათუმის ყოფილმა მერმა უნდა გააკეთოს. მისი თქმით, დანარჩენი ექვსი მაღალჩინოსანი კანონის დაცვით მოქმედებდა.

„დღეს ოფიციალურად წარედგინათ ბრალი დაკავებულებს. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ისინი ამ ორი წლის განმავლობაში გამოკითხვაზე არაერთხელ იყვნენ. საქმის მასალები 22 ტომს მოიცავს. ხვალ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებენ. საქმის მასალები ადვოკატებს ჯერ არ გვაქვს გადმოცემული. დაცვის უფლება ირღვევა, იმიტომ, რომ ბრალდებულებს არ მიეცათ იმის უფლება, კონტრმტკიცებულებებით თავი დაეცვათ“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანულ კომპანიასთან ერთად ფიგურირებს უკრაინული კომპანია, რომელსაც ავანსის სახით მილიონ 400 ათასი ლარი გადაერიცხა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო