პარლამენტმა ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებთან ერთად, ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს უმასპინძლა

“ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტმა ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში, სახელოვნებო და სპორტულ კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებს უმასპინძლა.” - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათვე ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ 70-მდე მოსწავლეს თანამედროვე კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი შეხვდა. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

მოსწავლებს სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ და ღასან ხალილმა - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

„დღევანდელი ღონისძიებით, გვინდა ოლიმპიადებში და სხვადასხვა შეჯიბრებებში გამარჯვებული ბავშვები წავახალისოთ, რომ სხვა ბავშვებმაც მიბაძონ მათ და მომავალი თაობა იყოს განათლებული“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, 2 დღის წინ პარლამენტმა კენჭი უყარა „ბავშვის უფლებათა კოდექსს“,რომელიც საქართველოს ბავშვებს თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს, იყონ რეალიზებულები, წარმატებულები და განვითარებულები.

მოსწავლეებს სიტყვით მიმართა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში: „UNICEF-ისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით იმ მიღწევების რეალობად ქცევა, რომელიც ბავშვთა უფლებებს უკავშირდება. დღევანდელი დღე ეკუთვნის ყველა ბავშვს. მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ თქვენი მისწრაფებების, ყველა სურვილების განხორციელება“. - განაცხადა ღასან ხალილმა

საბოლოოდ, ბავშვებს მწერალი გურამ დოჩანაშვილიც მიესალმა. მან მოზარდების კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

„თქვენი კეთილგანწყობა დიდ ძალას მაძლევს. ეს მარტო სიხარული არ არის, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მომავალი თაობა ჩვენზე უკეთესი რომ იყოს, ამაში თუ მცირე წვლილი შევიტანე, ეს უდიდესი ბედნიერებაა ჩემთვის“, - განაცხადა გურამ დოჩანაშვილმა

„დღესვე ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ქუთაისის მერიის სახელით, გურამ დოჩანაშვილს ქუთაისის საპატიო მოქალაქის სერტიფიკატი და პრიზი გადასცეს.

შეხვდრის ბოლოს მოსწავლეებს სამახსოვროდ, გურამ დოჩანაშვილის წიგნები გადაეცათ და საშუალება მიეცათ პლენარული სხდომის მიმდინარეობას გაცნობოდნენ.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო