ლაგოდეხში მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი ,,ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“ გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მრავალეთნიკური ხელოვნების ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ კულტურათა დიალოგი" ფარგლებში ლაგოდეხში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კონცერტში, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საკონცერტო დარბაზში“ ჩატარდა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა მოსწავლეებმა კლასიკური ჟანრის მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა კონცერტის მონაწილეებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა და ღონისძიებას ნიჭის ზეიმი უწოდა.

„საქართველო მულტიეთნიკური ქვეყანა გახლავთ და ეს კარგად ჩანდა პროგრამითაც. თითოეულმა მათგანმა დაგვანახა თუ როგორი დიდი სიმდიდრის მფლობელები ვართ. არ შემიძლია თითოეულ მონაწილეს წარმატება არ მოგილოცოთ. ნიჭი ხელისგულზე გვაქვს და ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ პირობებს შევქმნით მის განსავითარებლად. ჩვენ, სახელმწიფომ, ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

„მინდა ბავშვებს ხვალინდელი, ბავშვთა დაცვის დღე მივულოცო და ვუსურვო, რომ მათი უფლებები დაცული ყოფილიყოს ამ ერთი ცის ქვეშ, რომელსაც საქართველოს ცა ჰქვია. ყველას ერთად გვეცხოვროს მშვიდობიან, ტოლერანტულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა აქვს არა ეთნიკურ წარმომავლობას, არამედ თითოელ ადამიანს, თითოეულ ბავშვს. გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და გავაძლიეროთ ერთმანეთი,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.

ფესტივალში ჩართულ ახალგაზრდებს მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომები და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.

ფესტივალი ,,ერთი ცის ქვეშ“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით 2009 წლიდან ტარდება. იგი წელიწადში ორჯერ სხვადასხვა რეგიონში იმართება.

„კონცერტს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის განყოფილების ხელმძღვანელი, პროექტის ავტორი, კომპოზიტორი მანანა ალფაიძე უძღვებოდა. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ საქართველოს გაეროს ასოციაციის ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA] ხელმძღვანელი ლაშა ჯუღელი,ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი, კომპოზიტორები ვაჟა აზარაშვილი და მერაბ მერაბიშვილი. ფესტივალი საქართველოს გაეროს ასოციაცის მხარდაჭერით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს