პრემიერი ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებზე - ამასწინათ  მკითხეს, კორუფციასთან დაკავშირებით სტატისტიკა გაზრდილიაო,  სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ვიღაცას ხელი წასცდება

ჩვენ ჩვენი ქმედებით, ნაბიჯებით ვადასტურებთ, გარანტია ამ ქვეყანაში არავის არ ექნება, თუ ის კანონს დაარღვევს. ამავე დროს უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს, შესაბამისად არსებობს საგამოძიებო პროცესი, ჩვენი ვალდებულებაა, რომ კორუფციასთან ბრძოლა იყოს მუდმივი პროცესი,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბახტაძის თქმით, კანონი არის უზენაესი და მნიშვნელობა არ აქვს მოხელე რომელ პოლიტიკურ გუნდშია, თუ ის კანონს დაარღვევს, შესაბამისად მკაცრად აგებს პასუხს.

"რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს, ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი. მე რასაც გპირდებით, არის ის, რომ გამოძიება წარიმართება გამჭვირვალედ, საზოგადებას ყოველთვის დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია. კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მუდმივი პროცესი. ამასწინათ მკითხეს, კორუფციასთან დაკავშირებით სტატისტიკა გაზრდილიაო, სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ვიღაცას ხელი წასცდება",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა