ირმა ინაშვილი - მოვუწოდებ პარლამენტს, ტერმინი “ინტერპელაცია“ შევცვალოთ -  მოვიწვიოთ ქართული ენის სპეციალისტები და ტერმინი მათ შემოგვთავაზონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ტერმინ “ინტერპელაციის“ შეცვლის და მის ნაცვლად, “განმარტებითი სხდომის“ ან “განმარტებითი დისკუსიის“ დამკვიდრების ინიციატივით გამოდის.

მისივე თქმით, უნდა შეიცვალოს პრაქტიკა, როცა შეხვედრები პარლამენტში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

“მინდა პარლამენტს მოვუწოდო, შევცვალოთ ტერმინი “ინტერპელაცია“. ინტერპელაცია არის პარლამენტის წევრთა მოთხოვნა მთავრობისადმი, მიიღონ განმარტება კონკრეტულ კითხვაზე. ჩვენ ამას შეგვიძლია ვუწოდოთ “განმარტებითი სხდომა“ ან “განმარტებითი დისკუსია“. მოვიწვიოთ ქართული ენის სპეციალისტები და ტერმინი მათ შემოგვთავაზონ. თუ ჩვენ არ ვეცით პატივი ქართულ ენას, სხვამ ვინ უნდა სცეს პატივი? პარლამენტში ოფიციალური შეხვედრები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ქართული ენა საერთოდ არ არის გამოყენებული. მინდა, რომ ეს პრაქტიკაც შეიცვალოს. ჩვენ საკუთარ ენას უნდა ვცეთ პატივი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სწორედ ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მოუსმინეს.

ამ წუთებში, ამავე ფორმატში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას უსმენენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის