სამმა ახალმა მოსამართლემ იუსტიციის საბჭოში ფიცი დადო

სასამართლო სისტემას სამი ახალი მოსამართლე ჰყავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდნენ: ფატი ფურცხვანიძე, ალექსანდრე ლომიძე და ლელა ჭინჭარაული.

სამივე მათგანმა მოსამართლის ფიცი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საბჭოს წევრების წინაშე დადეს. გაჟღერდა ეროვნული ჰიმნი.

"რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ქვეყნის, ღვთის და ხალხის წინაშე. ნებისმიერი იურისტისთვის, ცხადია, უმაღლესი მწვერვალია მოსამართლეობა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ ნდობისთვის, იმისთვის, რომ მექნება უფლებამოსილება ღირსეულად შევასრულო მოსამართლის საქმიანობა ქვეყნისა და ერის წინაშე", - განაცხადა ალექსანდრე ლომიძემ.

ცნობისთვის, ალექსანდრე ლომიძე სიღნაღის რაიონული მოსამრთლის დანამდებობაზე დაინიშნა. ფატი ფურცხვანიძე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამწესდა. ლელა ჭინჭარაული თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ზესტაფონის რიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს