ცესკო-ს თავმჯდომარე - შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ვიხილეთ უპრეცედენტო ზეწოლა და საარჩევნო კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა

„2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ვიხილეთ უპრეცედენტო ზეწოლა და საარჩევნო კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა,“ - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს. მისი თქმით, სწორედ საკანონმდებლო ორგანოა ის ადგილი, სადაც საარჩევნო კომისიის საქმიანობის ხელის შეშლაზე მსჯელობა უნდა მიდიოდეს.

„მინდა, ამ ტრიბუნიდან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადმინისტრატორს, საარჩევნო მოხელეს, რომელმაც შეძლო და თავისი შრომით ძალიან კარგად ჩაატარა ეს არჩევნები. ასევე, ჩემი დიდი პატივისცემა იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებმაც ცხადად აღნიშნეს, რომ ყველა ის ცრუ ბრალდება, რომელიც ადმინისტრაციის მისამართით მედიის მხარდაჭერით ისმოდა, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციას არ ჰქონდა არანაირი კანონდარღვევა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ მათგანს პრეტენზია და საჩივარი არ შემოუტანია საარჩევნო ადმინისტრაციაში,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა