თამარ ჟვანიამ პარლამენტში გამოსვლისას შუალედური არჩევნების პერიოდში ცესკოში შესულ საჩივრებზე ისაუბრა

ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას ცესკოს თავმჯდომარემ იმ საჩივრების რაოდენობა დაასახელა, რომელიც აგიტაციასთან დაკავშირებით ცესკოში შუალედური არჩევენების პერიოდში შევიდა.

„წინა საარჩევნო აგიტაცია იწყება კენჭისყრის დღემდე სამოცი დღით ადრე და მისი წარმოების წესები განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსის მეექვსე თავით. 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შუალედური არჩვენების პერიოდში, რომელიც გაიმართა 12 საარჩევნო ოლქში, წინასაარჩევნო კამპანის წესების დარღვევის შესახებ ცესკოში 2 საჩივარი შევიდა თუმცა არც ერთში არ დადასტურდა აგიტაციის წესების დარღვევა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ დარვევებს საარჩევნო კამპანიის დროს ჩადენილ დაღვევებზე, სულ შემოტანილი იყო 9 ფაქტზე განაცხადი, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დადგინდა სამართალდაღვევის ფაქტი. ასევე ცესკოში შემოვიდა 156 განცხადება-საჩივარი რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს ეხებოდა, თუმცა ეს არსებითად საარჩევნო პროცედურას არ ეხებოდა და უფრო ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხები გახლდათ“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა