„სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა,-ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა „სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების შესახებ“ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. საკითხზე მთავარ მომხსენებლად კი , ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ირინე ფრუიძე განისაზღვრა.

ამასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მზაობა გამოხატეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევის ჯგუფს დასაბუთებული მოსაზრებები წარუდგინოს.

„ღია პარლამენტის საბჭოს ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოებასთან, თემატური მოკვლევის ჯგუფის გაცნობითი შეხვედრა გავმართეთ, ვინც შემდგომში უკვე მზად არის იმისთვის, რომ „სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების შესახებ“ თავისი დასაბუთებული მოსაზრება წარმოადგინოს. დღეიდან ჩვენ გამოვაცხადებთ და დავიწყებთ ინფორმაციის შეგროვებას იმის შესახებ, თუ რა პრაქტიკები და ინსტრუმენტები არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტებში მოქალაქეთა ჩართულობის, უფრო კონკრეტულად კი, სამინისტროებში. შემდეგ უკვე შევიმუშავებთ შესაბამის რეკომენდაციებს იმისათვის რომ ეს პროცესი გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნა ირინე ფრუიძემ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა