რომან გოცირიძე - დავინახეთ, რომ ხელისუფლება რეალურად ვერ მართავს ქვეყანას

ცენტრალური საარჩევნო კომისია "ქართულო ოცნების" საარჩევნო შტაბის ნაწილია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით პარლამენტში გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი პასუხი არის დამაგვირგვინებელი. თურმე 150-მდე საჩივარი შესულა წინა საარჩევნო კამპანიიის დროს ცესკოში და აქედან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირდა“, - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ ასევე აღნიშნა, რომ დამაზუსტებელ კითხვაზე - "ერთი დარღვევაც თუ არსებობდა, რომელიც შუქდებოდა მედიით და იგზავნებოდა საჩივრების სახით“ - ჟვანიას უარყოფითი პასუხის შემდეგ ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ზოგადად ინტერპელაციის პროცესთან დაკავშირებით.

"მიუხედავად იმისა, რომ ინტერპელაციის პროცესი ხასიათდება ხარვეზებით და იმედია, რომ სამომავლოდ ეს გამოსწორდება. ზოგადად, უნდა ვიყოთ ობიექტურები და ვაღიაროთ, რომ პარლამენტის რეგლამენტი არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქამდე იყო. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია, უფრო ადვილად დავიბაროთ პარლამენტში მინისტრები, პრემიერი და ნებისმიერი თანამდებიბის პირი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია. ეს ერთადერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რის გამოც შეგვიძლია პარლამენტის შექება. რაც შეეხება დღევანდელ ინტერპელაციის პროცესში დასმულ საკითხებს, დავინახეთ, რომ ხელისუფლება რეალურად ვერ მართავს ქვეყანას. ბოლო 3 წლის განმავლობაში 39 000-ით შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა და ამით ყველაფერი ნათქვამია - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს