„ყაზტრანსგაზი“ - ჭილაძის ქუჩაზე კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო, ძლიერ აფეთქებას გადაურჩა

საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.ამის შესახებ „ყაზტრანსგაზის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს“, - აღნიშნულია განცხადენაში. .

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა