ლევან გოგიჩაიშვილი  სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე - გიორგი გახარია, როდესაც ეკონომიკის მინისტრი იყო, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ რეგულაციების გატანას

სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, კანონპროექტი შემოტანილია დაახლოებით ერთი წელია, მაგრამ არ დაადგა საშველი საკომიტეტო მოსმენების დაწყებას და რეგლამენტით იცით რამდენია ვადა?! - 5 კვირა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

„პრემიერმა გასცა ერთგვარი განკარგულება მთავრობის წევრების მისამართით, რომ უახლოეს ერთ წელიწადში ეს პრობლემა იყოს გადაჭრილი. კანონპროექტი შემოტანილია დაახლოებით ერთი წელია, მაგრამ არ დაადგა საშველი საკომიტეტო მოსმენების დაწყებას და რეგლამენტით იცით რამდენია ვადა?! 5 კვირა. ამ დროში ყველა კანონპროექტი უნდა განიხილოს და ყოველ თვეს ბიურო დებს ამ საკითხს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, რატომ არ არის აქამდე ეს საკითხი განხილული, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა:

„ამ კითხვაზე პასუხი მათ უნდა გასცენ. მე უკვე მრჩება განცდა, რომ ისინი ვერ ერევიან ამ გავლენებს და ვერ ერევიან ამ მაფიის ზეწოლას და სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც ამ გავლენის ქვეშ არიან. აბა დღეს ადამიანი ძალიან ემოციურად მიწოდებს 2020 სთვის მაფიქრალ ადამიანს და ამბობს, რომ ლევან, შენ ახლა არ გრცხვენია, რას მეუბნები?! ხომ იცი, რამხელა ენერგია მაქვს ამაში ჩადებული. ღმერთი რჯული, არ ვუკარგავ ამას, მართლა, როდესაც ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავდით, ერთი წლის წინ და ცოტა ადრე და გვქონდა სერიოზული წინააღმდეგობა იგივე გახარიასთან, რომელიც იყო ეკონომიკის მინისტრი და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ რეგულაციების გატანას. მამუკა პოზიციას ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ როცა პრემიერ-მინისტრი გახდა და მთელი ძალაუფლება ხელში აიღო, დიდი ბოდიშით, ერთი წელი სად არის?! მე მას ვუთხარი, სად ხარ ერთი წელი, შემოიტანე ეს საკითხი“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა