ჭილაძის ქუჩაზე, სადაც ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად კორპუსში აფეთქება მოხდა, ლევან გოგიჩაიშვილი მივიდა

ოთარ ჭილაძის ქუჩაზე, სადაც ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მივიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გოგიჩაიშვილმა განუცხადა, მოსახლეობა სერიოზულ აფეთქებას გადაურჩა.

"მომხდართან დაკავშირებით თქვენი მედიასაშუალებიდან გავიგე. ეს არ არის ჩემი სამაჟორიტარო ოლქი, მაგრამ საბურთალოს მაჟორიტარი ვარ. ვიცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა არ არის, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რა თქმა უნდა, იყო რისკი უფრო მძიმე რამ მომხდარიყო, მაგრამ ყველანი გადარჩენილები ვართ. თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა ძალიან ძვირფასია. ადგილზე წარმოდგენილი არიან როგორც "ყაზტრანგაზის" განამშრომლები, ასევე უსაფრთხოების ურუნველყოფის მიზნით, პოლიცია. ექიმები თავისას გააკეთებენ. მთავარია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა... არც ისე მშვიდობიანად, მაგრამ შეიძლებოდა უფრო მძიმე შედეგის წინაშე დავმდგარვიყავით. მოვედი, რომ ჩვენს მოქალაქეებს დაველაპარაკო", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო