ნათია თურნავა ახალგაზრდა სტარტაპერებს - თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა ყველა კარს გიხსნით მსოფლიო ბაზარზე გასვლისთვის

ახალგაზრდა სტარტაპერებს თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა ყველა კარს გიხსნით მსოფლიო ბაზარზე გასვლისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკში შეკრებილ ახალგაზრდებთან განაცხადა, რომლებიც თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის მესამედ გამოცხადების ღონისძიებას ესწრებოდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის თავად პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე, მაღალპროფესიული და ძალიან კვალიფიციური. ეს არის პროცესი, რომელიც შემდგომ ახალგაზრდა სტარტაპერებს ყველა კარს გიხსნით, რომ განვითარება ჰპოვოთ გარე ბაზრებზე. ამჯერადაც ჩამოვლენ მსოფლიოს სხვდასხვა წერტილიდან ინოვაციების სფეროს ექსპერტები და პირველ ეტაპს გაცდენილი და გადარჩეული პროექტები იქნება შეფასებული ისეთი კომპეტენტური კომისიის მიერ, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან ენჯელ-ინვესტორები, ვენჩურული ინვესტორები და შეიძლება ითქვას, თქვენი მომავალი პარტნიორები“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო, დაფინანასების პროცესს სესტემურად უყურებს.

„სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო, მთლიანად მთავრობა ამ პროცესს უყურებს კიდევ უფრო სისტემურად - თუ აქამდე, დასაწყისში, ჩვენ ვიყავით კონცენტრირებულები უფრო საწყისი ეტაპის დაფინანსებაზე და ველოდებოდით, როგორ განვითარებოდა პროცესი, ახლა ვხედავთ, რომ დაგროვდა ინოვაციური სტარტაპების კრიტიკული მასა და სულ რამდენიმე ხნის წინ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა უფრო მსხვილი, მეორე ეტაპის პროექტი - 650 000 ლარიანი თანადაფინასება. ეს პროექტი არის უკვე იმ ეტაპზე გასული სტარტაპებისთვის, რომლებიც ჩამოყალიბდნენ, როგორც კომპანიები, ქმნიან თავის პროდუქტს და ფიქრობენ განვითარებაზე“ , - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ეს თანმიმდევრულობა და სისტემური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მაღალრისკიან პროექტებზე ვსაუბრობთ და გვაქვს არა მხოლოდ პირველი ეტაპი, რომლის მორიგი კონკურსიც გამოცხადდა, არამედ შემდგომი განვითარებისთვის ძალიან კარგად ჩამოყალიბებული სახელმწიფო დახმარების პროგრამა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა