ნათია თურნავა ტექნოპარკში თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის ღონისძიებას დაესწრო

თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ დღეს მესამედ გამოაცხადა.

ეკონომიკისა და მსგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორთან, მერსი ტემბონთან ერთად დაესწრო.

მისასალმებელ სიტყვაში ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა პროგრამის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და სახელმწიფოს ხედვას ინოვაციური პროექტების განვითარების კუთხით.

„ეს პროგრამა, თავისი დიზაინით, მორგებულია ინიციატივიანი ადამიანების გამოვლენაზე, რომლებიც მზად არიან, გასცდნენ საქართველოს საზღვრებს, განავითარონ თავისი იდეები და ასახელონ საქართველო გლობალურ ბაზარზე. ისინი ასევე მზად არიან, თვითონაც მცირე კონტრიბუცია გაიღონ, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, მზად არის, გაცილებით მეტი ფინანსური კონტრიბუცია გააკეთოს“ , - აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკს საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში გამოვლენილი მყარი მხარდაჭერისთვის და კონკრეტულად მერსი ტემბონს მისი პირადი კონტრიბუციისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

მინისტრის თქმით, წლებია, რაც მსოფლიო ბანკი მხარში გვიდგას სხვადასხვა სტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური რეფორმების განხორციელებისას, მათ შორის არის ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც მესამედ ცხადდება თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა.

თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა ასი ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო