მერსი ტემბონი - საქართველოს მთავრობა ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით ადამიანებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციონ

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა თანადაფინანსების 100,000 - ლარიანი გრანტების პროგრამას მესამე ეტაპის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კონკურსი მესამედ გამოცხადდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით.

„კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს ბრწყინვალე იდეები და ხედვა აქვთ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყანაში არსებული პრობლემები. მოხარული ვარ, რომ შევძელით ამ პროგრამის განხორციელება, ვინაიდან სამი წლის წინ, როდესაც ეს პროგრამა დავიწყეთ, არავინ იცოდა, თუკი ამდენად წარმატებული იქნებოდა. საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით, ადამიანებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები ქვეყნის საკეთილდღეოდ. აღნიშნული პროგრამა, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ასევე უზრუნველყოფს შესაბამის მენტორობას, სწავლებას და სხვ. ასე რომ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდა ქართველი მეწარმეებისთვის. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ უახლოეს რამდენიმე წელში ის საქართველო, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, სრულიად შეიცვლება უკეთესობისკენ,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა