ნათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაზიფიკაციის სამუშაოებს გაეცნობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუს ეწვევა, სადაც მიმდინარე გაზიფიკაციის სამუშაოებს გაეცნობა. ორივე მუნციპალიტეტი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული და ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. ორივე მუნიციპალიტეტში ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაზიფიკაციის მასშტაბურ სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აშენდება მაღალი წნევის 192 მ სიგრძის გაზსადენი და მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური. პროექტის დასრულების შემდეგ 2897 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

ამის გარდა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სამწლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდება 13 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 10,327.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაბა ჩხოროწყუს გაზიფიცირებისთვის აშენდება 86 მ სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენი და მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური. შედეგად, 1609 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. დამატებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდება 19 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 8,969.

2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით 226 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება, საიდანაც 75 - სამეგრელოშია. გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებში 210 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა სამეგრელოში 120,000 - ს გადააჭარბებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა