უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არ არიან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე არ არიან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციან სიაში იმ პირთა გვარებიც მეორდება, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის 2018 წლის დეკემბერში წარდგენილ კანდიდატთა 10-კაციან სიაში ფიგურირებდნენ. სიაში აღარ გვხვდება მხოლოდ დიმიტრი გვრიტიშვილისა და მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურები. რაც შეეხება დანარჩენ 8 პირს, მათი გვარები გვხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა ახალ სიაშიც. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა