ირაკლი კობახიძე - აზერბაიჯანში ვიზიტისას დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი დადგება, დარწმუნებული ვარ, საუკეთესო გამოსავლის ნახვას შევძლებთ

დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად საუკეთესო გამოსავლის ნახვას შევძლებთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს.

კობახიძის ინფორმაციით, ივნისში დაგეგმილია მისი აზერბაიჯანში ვიზიტი და ეს საკითხი იქაც განიხილება. "რა თქმა უნდა გასაგრძელებელია კონსულტაციები. ივნისის მესამე კვირაში ოფიციალური ვიზიტი მაქვს აზერბაიჯანში და იქაც, ბუნებრივია, განიხილება ეს საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად საუკეთესო გამოსავლის ნახვას შევძლებთ. არაფერი არ არის ისეთი, რაზეც არ შეიძლება მოლაპარაკება. მთავარია, სრული ძალისხმევა ჩავდოთ ამ პროცესში,"- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა