ვენაში გარემოსდამცველებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გარემოსდამცველმა აქტივისტებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. მასში მონაწილეობას 35 000 ადამიანი იღებდა, რომელთა შორის უმეტესობა სკოლის მოსწავლეები იყვნენ. სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქციები, სახელწოდებით „პარასკევი მომავლისათვის“ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. ისინი ყოველ პარასკევს აცდენენ სკოლას და საპროტესტო აქციაში იღებენ მონაწილეობას. მათ სურთ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება დაუთმოს გარემოს დაცვასა და კლიმატურ ცვლილებებს.

აღსანიშნავია, რომ აქციას ესწრებოდა 16 წლის შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რომელმაც საპროტესტო აქციები სტოკჰოლმში მარტომ დაიწყო, დროთა განმავლობაში კი ათასობით მიმდევარი გამოუჩნდა მთელი ევროპიდან.

სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ აქციები კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდება, იქამდე, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლება მეტ ყურადღებას არ დაუთმობს გარემოს დაცვას. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს აკადემიური წელი აიღოს სკოლიდან, რათა უფრო აქტიურად გააგრძელოს წამოწყებული საქმე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა