ეკა გიგაური - მოსამართლეობის 10-კაციანი სიის გაწვევის შემდეგ, როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ გარანტია, რომ ამ ხალხს მეორეჯერაც აირჩევდნენ

„მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის დეკემბერში მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია პარლამენტიდან გაიწვიეს თავის დროზე, როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ გარანტია, რომ მეორეჯერაც, როდესაც ამ 144- კაციანი სიიდან კანდიდატების არჩევა მოხდება, ეს ხალხი არჩეული იქნება,“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა. ამით გიგაური გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144 -კაციან სიას, რომელშიც იმ პირთა გვარებიც მეორდება, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის 2018 წლის დეკემბერში წარდგენილ კანდიდატთა 10-კაციან სიაში ფიგურირებდნენ. ეკა გიგაურის თქმით, ამ ყველაფრის უკან მმართველი პარტია დგას.

„მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის დეკემბერში მოსამართლეობის კანდიდატთა 10- კაციანი სია მათ პარლამენტიდან გაიწვიეს თავის დროზე, როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ გარანტია, რომ მეორეჯერაც, როდესაც ამ 144- კაციანი სიიდან კანდიდატების არჩევა მოხდება, ეს ხალხი არჩეული იქნება. წინასწარ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ შედეგზე ვისაუბროთ. შესაძლოა, რამე შეიცვალოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მათ გარანტიები რომ არ ჰქონოდათ, ასეთ სიას არ წარადგენდნენ. ყველაზე ცუდი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ამ კონკურსში ძალიან ბევრმა წარმატებულმა, ცნობილმა და ღირსეულმა იურისტმა არ მიიღო მონაწილეობა. ეს ზუსტად იყო იმ პროცესის შედეგი, რომელსაც ისინი ხედავდნენ. ისინი ხედავდნენ, რომ აქ დომინირებდა კლანი, რომელსაც იცავდა თავად ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად, მასთან შეთანხმების გარეშე, მოლოდინი, რომ ისინი დაინიშნებოდნენ მოსამართლეებად, იქნებოდა ძალიან მცირე. ამიტომ ძალიან ბევრმა უარი თქვა ამ კონკურსში მონაწილეობაზე, რაც თავისთავად ძალიან ცუდია, რადგან მივიღეთ ეს სია.

144 პირიდან დაახლოებით 60 მოქმედი მოსამართლეა. როგორც ჩანს, მათ კომუნიკაცია აქვთ ე.წ. კლანის წევრებთან. სხვა შემთხვევაში, მათ არ ექნებათ გასვლის შანსი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი არის ორკესტრირებული, ამის უკან მმართველი პარტია დგას. მათი სურვილია გაძლიერდეს ეს კლანი, რათა შემდეგ სასამართლოს ყველა შტოზე ჰქონდეთ გავლენა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

კითხვაზე, მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძისა და მისი მოადგილის მამუკა ვასაძის დარეგისტრირება მოსამართლეობის მსურველთა ახალ 144 კაციან სიაში მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთი გავლენიანი ჯგუფის შექმნა სურს სასამართლოში, გიგაურმა უპასუხა, რომ ხელისუფლების მიზანია სასამართლო კონტროლი და მნიშვნელობა არ აქვს, ამას ერთი გავლენიანი ჯგუფით მოახერხებს თუ - ორით.

„ჩვენ აქ ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ პირად ადვოკატზე და თავად ივანიშვილია ის, ვინც ლობირებს იგივე მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს. მიზანი არის სასამართლოს კონტროლი და ეს ორი გავლენიანი ჯგუფის შექმნის შედეგად მიიღწევა თუ - ერთის, ამას არსებითი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის არ აქვს. ამ შემთხვევაში, მთავარი პროკურორის და მისი მოადგილის გადაყვანას ცდილობენ უზენაეს სასამართლოში. არ შეიძლება იმის მოლოდინი გვქონდეს, რომ ეს ადამიანები იქნებიან დამოუკიდებელი მოსამართლეები და ისინი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებებს,“ - განაცხადა გიგაურმა.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ბიზნესოპერაციები მობილური ტელეფონით - ტერაბანკის მობაილბანკი ბიზნესისთვის
ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო მომსახურება - კოლიერსის და MMS-ის ერთობლივი პროდუქტი
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა