მაია ცქიტიშვილი - ფოკაშიც და ფარავანზეც სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ჯავახეთში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, როგორც ფარავნის ტბაზე, ისე ფოკას დედათა მონასტრის ტერიტორიაზე, პარკინგების, ვიზიტორთა ცენტრებისა და ტურისტებისთვის შესაბამისი პროდუქციის შესაძენად მაღაზიები მოეწყობა. ამის შესახებ ცქიტიშვილმა ფარავნის ტბასთან განაცხადა, სადაც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით წირვა აღევლინა და სადაც მაია ცქიტიშვილმა, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯავახეთის რეგიონის გაფართოებასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურული პროექტი წარუდგინა.

მან მოსახლეობას წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეც მიულოცა.

"პირველ რიგში, გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს. ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები ჯავახეთში. ძალიან მნიშვნელოვანი მხარეა. დღეს ვართ ფარავნის ტბაზე, ფოკაში და მინდა აღვნიშნო, რომ ფოკაშიც და ფარავანზეც გვაქვს ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურა დაგეგმილი. უშუალოდ ფოკას მონასტრის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება გვაქვს დასახული. მომდევნო კვირას იქნება უკვე გამოცხადებული სამშენებლო სამუშაოების ტენდერი. მანამდე იყო საპროექტო სამუშაოები. ეს პროექტი გულისხმობს ფოკას დედათა მონასტრის ტერიტორიაზე პარკინგების, ვიზიტორთა ცენტრის, შესაბამისად მაღაზიების სუვენირების და ტურისტებისთვის შესაბამისი პროდუქციის შესაძენად და ასე ინფრასტრუქტურა რა თქმა უნდა, მოგვცემს საშუალებას, რომ ფოკას მონასტერი იყოს არა მხოლოდ მომლოცველებისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი სივრცე, არამედ უკვე ტურისტებისთვისაც, რომლებიც მრავლად სტუმრობემ ამ მხარეს", - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო