საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოაწყო

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ, ვაკის პარკში, თბილისის მერიის მიერ გამართულ მასშტაბურ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კომისიამ თბილისის ქუჩების და უბნების ნახატების, ასევე მაკეტების გამოფენა სახელწოდებით „დახატე შენი ქუჩა“ წარმოადგინა. ნამუშევრები ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მიერ არის შექმნილი. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, პროექტი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად დაიგეგმა.

„სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ძირითადი საქმიანობა გეოგრაფიული ობიექტების, მათ შორის ქუჩების სახელდება გახლავთ, ამიტომ გადავწყვიტეთ ბავშვებთან ერთად საინტერესო დღე მოგვეწყო. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვთხოვეთ, რომ ბაგა-ბაღების დამამთავრებელი ჯგუფების მოსწავლეებს საკუთარი ქუჩები დაეხატათ. მოხდა ისე, რომ ბავშვებმა ჯგუფურად იმუშავეს და არაჩვეულებრივი მაკეტები შექმნეს. მათგან ბევრი მაკეტის ფორმითაა აწყობილი, ბევრი კი ნახატია. ეს არის ბავშვების ხედვა, თუ როგორ აღიქვამენ საკუთარ ქალაქს, ქუჩას, ბაღს",- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საკრებულოს ინფორმაციით, გამოფენაში თბილისის სხვადასხვა ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა. საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ ბავშვებს სხვადასხვა კომპანიის მხარდაჭერით სამახსოვრო საჩუქრები და წამახალისებელი სერთიფიკატები გადასცეს.

„ღონისძიებას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ. გამოფენაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა გასართობ შოუში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ.

კამპანიის „დახატე შენი ქუჩა“ მხარდამჭერები არიან: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია; სათამაშოების მაღაზიები ,,ჭიტა“, ,,პეპელა“, ,,სუპერი“, ,,ცეროდენა“; წიგნის მაღაზია „ბიბლუსი“; კომპანიები ,,ფუდმარტი“, ,,ტკბილი ქვეყანა“, ,,ზედაზენი“, ,,ნატახტარი“, ,,გურჯაანი“, ,,ბარამბო“, ,,სანტე“, ,,ზოოტოპია“; კინოთეატრები ,,კავეა“ - ,,ამირანი“;ბავშვთა გასართობი ცენტრი ,,ლოსთი“ LOST“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა