ანონსი 2 ივნისი

2 ივნისს, 11:30 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სასკოლო განათლების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

მრავალფუნქციური ცენტრი „რესპუბლიკა“ (რესპუბლიკის მოედანი).

2 ივნისს, 14:00 საათზე „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „მარველის“ „ქოსფლეი“ გაიმართება.

2 ივნისს, 15:00 საათზე ჩატარდება ,,ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის" დელეგატთა ყრილობა, რომელსაც დელეგატების გარდა დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მის: შერატონ მეტეხი პალასი. საკონტაქტო: 599272987 ჯილდა მაჭავარიანი

2 ივნისს, 17:30 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ ამავე თეატრის სპექტაკლით "ჰეკაბე" გაიხსნება. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

2 ივნისს, 20:30 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე პარტიის ლიდერებთან ერთად დაესწრება ღონისძიებას „თბილისური ეზო“.

მის: პავლე ინგოროყვას #4.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა