მეუფე დანიელი - ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ხალხის სამსახურში იყოს-მადლობა სალომე ზურაბიშვილს, იგივე ნინოს, ბატონ მამუკას, ბატონ ირაკლის, ასევე, ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს ივანიშვილს

"ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ხალხის სამსახურში იყოს და ეს არის სრულიად საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნება, რომ ეს დღესასწაულები ასე აღენიშნებოდეს", - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა ფოკის მამათა მონასტერში, ქადაგებისას განაცხადა.

მან დღესასწაულების ღირსეულად აღნიშვნისთვის მადლობა გადაუხადა როგორც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ისე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს.

„ჩვენი ერი, ჩვენი ბერი, ჩვენი სასულიერო და საერო ხელისუფლება, სულ უფრო და უფრო ამთლიანებს თავის ღვაწლს. სამშობლოს, ქვეყნის, ხალხის წინაშე და ბოლოს ვიტყვი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, აღასრულა ხალხის ნება. ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ხალხის სამსახურში იყოს და ეს არის სრულიად საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნება, რომ ეს დღესასწაულები ასე აღენიშნებოდეს. მადლობა ღმერთს ამ წყალობისათვის, მადლობა მის უწმინდესობას, ჩვენს წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, სამღვდელო და სამონაზვნო წესს და ჩვენს ხელისუფლებას. მადლობა სალომე ზურაბიშვილს, იგივე ნინოს, ბატონ მამუკას, ბატონ ირაკლის, პარლამენტის თავმჯდომარეს და ასევე, მადლობას ვწირავთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდი მონდომება გამოხატა იმისთვის, რომ ეს დღესასწაულები და ეს დღეები ყოფილიყო ღირსეულად აღნიშნული", - განაცხადა მეუფემ.

მისივე თქმით, მამუკა ბახტაძემ, საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაულის სახელმწიფო დონეზე აყვანის საქმეში დიდი როლი შეასრულა.

"მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი მამუკა ბახტაძის ღვაწლი არა მარტო ამ დღესასწაულის აღნიშვნაში, არამედ საერთოდ, წლევანდელ წელს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის აღნიშვნასთან დაკავშირებით. საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაულის ასეთ მხარდაჭერაში, მისი სახელმწიფო დონეზე აყვანის საქმეში, მან დიდი როლი შეასრულა და უმნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაული გამოაცხადა ეროვნულ დღესასწაულად. მიანიჭა სახელმწიფოებრივი სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ისტორია, ეს კულტურა, იყო გადამრჩენელი ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი სახელმწიფოსი და ამით განაცხადა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ დღევანდელი დღე არ არის მხოლოდ აღმსარებლობითი ჩვენი ქვეყნისთვის. იგი სახელმწიფო ღირებულებაა", - აღნიშნა მეუფემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა