ირაკლი ბერაიამ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარებს სიტყვით მიმართა

ხელისუფლება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სპეციალურ მომხსენებელს და ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარებს მიმართა.

“საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა წარმატებულია. დემოკრატიული რეფორმების და თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციის მხრივ, საქართველო ნატო-ს ყველაზე თავსებადი და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორია. ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ერთობლივი წვრთნები, რომელსაც ნატო საქართველოში ატარებს გამორჩეულია მონაწილე ქვეყნების რაოდენობით და მასშტაბით. მივესალმებით, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში ეს თანამშრომლობა სათანადოდ იქნება ასახული”, - განაცხადა ბერაიამ.

სლოვაკეთში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მონაწილეობს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს