საკრებულოს წევრის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ხელშეწყობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე წმ. ბარბარეს ტაძრის ტერიტორიასთან არსებულ სკვერში გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

,,ზაფხულის პირველი დღე მხიარულად აღვნიშნეთ ჩვენ უბანში. პატარებმა გამოფინეს მათი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები, შეასრულეს სხვადასხვა სიმღერებიც. დღეს უამრავი საინტერესო და სახალისო ღონისძიება შედგა და ძალიან მიხარია, რომ ამ ლამაზ გარემოში პატარებთან ერთად შეხვედრა შევძელით“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ღონისძიება დღის მანძილზე გაგრძელდა და ბავშვების მიერ შესრულებული მხატვრული ტილოების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.

პატარებისთვის მულტფილმის ჩვენება, ანიმატორების შოუ და სახალისო თამაშებიც შედგა. ღონისძიებას ბენდთან ერთად საქსოფონის ცოცხალი შესრულება მუსიკალურად აფორმებდა.

დასასრულს, ნინო ლაცაბიძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სიგელებით დააჯილდოვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო