მამუკა ბახტაძე - მომავალი წლის ბოლომდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაციას დავასრულებთ და ახალ სკოლებს ავაშენებთ

მომავალი წლის ბოლომდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაციას დავასრულებთ და ახალ სკოლებს ავაშენებთ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რაჭაში, სოფელ გოგოლათში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რაჭა და მისი სოფლები არის საქართველოს სიმდიდრე, რომლითაც ყველა ქართველი ამაყობს.

„ამ სოფელში არის რამდენიმე ათეული ასეთი სახლი, სადაც არის შენარჩუნებული უნიკალური ქართული არქიტექტურა და უნიკალური ქართული ორნამენტები. აქ რომ ჩამოხვალ, შეუძლებელია ამ ყველაფერს ემოციის გარეშე შეხედო. ეს არის უდიდესი კულტურის მაჩვენებელი და უდიდესი გამოცდილების მაჩვენებელი. შეუძლებელია ერმა შექმნას მსგავსი სილამაზე, რაც არის ამ სოფელში და კუთხეში, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გარეშე. მე მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ულამაზესი კუთხის მიმართ და ძალიან მიხარია, რომ ის პროექტები, რომელიც შარშან დავიწყეთ მიმდინარეობს წარმატებით. მე ვიყავი ორივე მუნიციპალიტეტში: ონში და ამბროლაურში. ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაჭაში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას და იმ მოსახლეობას, რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი მამა-პაპისეული სახლები შესაძლებლობები შევუქმნათ, რომ დაბრუნდნენ თავიანთ ულამაზეს კუთხეში“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რეგიონს გააცოცხლებს .

„ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დასრულდა, რომელიც მოიცავს წყლის პრობლების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. შარშან ჩვენ ჩავატარეთ ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო წარმატებული ეკონომიკური წელი გვექნება მიმდინარე წელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაჭა შემოუერთდა ჩვენს ეროვნულ იდეას და ეს არის განათლება. ეს არის კუთხე, სადაც წიგნი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და აფასებდნენ“,-განაცხადა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს