2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით,  ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 170 749 652 ლარს შეადგენს

კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობა 170 749 652 ლარს შეადგენს. დასაკუთრებული ქონებიდან 95% კომერციულ ბანკებზე მოდის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ წერს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში, 161 707 653 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სებ-ის სტატისტიკით, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მიკროსადინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 9 041 999 ლარი შეადგინა, რაც 7,6 მლნ ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2018 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 16 677 553 ლარი შეადგინა.

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2019 წლის მონაცემებით, ბაზარზე 15 კომერციული ბანკი და 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა