მამუკა ბახტაძე ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის განვითარებისთვის, ისევე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამის თანახმად, 2022 წლამდე ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა დასრულდეს.

ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზა 52 კილომეტრამდე სიგრძის იქნება. გზა საჩხერიდან იწყება, 7 სოფელს გაივლის და ამბროლაური-ონის გზას შეუერთდება, რომელიც ამბროლაურიდან 20 კმ-ის, ხოლო ონიდან 5 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. ახალი გზა საჩხერე-ონის მარშრუტზე მგზავრობას, სულ მცირე 1 საათით შეამცირებს, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს.

ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია ზემო იმერეთი-რაჭის გზის პროექტის პირველი ლოტის 2.5 კმ-ზე, მე-2 და მე-6 ლოტებზე სამუშაოები გრძელდება, დანარჩენ მონაკვეთებზე კი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზა 52 კმ სიგრძის იქნება

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო