“ევროპული საქართველო“ “ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღების ინიციატივით გამოდის

“ევროპული საქართველო“ “ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღების ინიციატივით გამოდის.

დადგენილების პროექტის ძირითადი არსია, პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაავალოს მთავრობას “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გააქტიურება, მისი გაფართოება და სიაში შეყვანილი პირების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

“ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ გარდაცვლილი პირები არის შეყვანილი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის ის წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, გატაცებაზე, წამებსა და მათი სიცოცხლის მოსპობაზე, ასევე დანაშაულების ხელშეწყობასა და დაფარვაზე. სიაში ვერ მოხვდნენ ის პირებიც კი, ვინც დაფიქსირებულია გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამსახველ ვიდეო მასალაში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დადგენილების მიზანია, დაფიქსირდეს პარლამენტის შეშფოთება მთავრობის არაჯეროვანი მუშაობის გამო “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გარშემო და მოუწოდოს მას, რათა გაააქტიუროს ღონისძიებები პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციის აღსრულების მიზნით. ასევე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამართოს გენერალური პროკურორის გამოკითხვა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით.

პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები გიგი წერეთელი და სერგი კაპანაძე და ის ბიუროს 3 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა