სახალხო დამცველი მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე დასავლეთ საქართველოს მუფტის ბეგლარ ქამაშიძესა და არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელს ტარიელ ნაკაიძეს 31 მაისს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სახალხო დამცველი თემში არსებული გამოწვევებით დაინტერესდა და თავის მხრივ, რელიგიური უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატსა და საქმიანობაზე ისაუბრა.

როგორც აღინიშნა, აჭარაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კვლავ მეჩეთის მშენებლობა წარმოადგენს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, წლებია ბათუმში არსებული მეჩეთი მლოცველებს ვეღარ იტევს და მათ დიდ ნაწილს მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში, ქვაფენილზე უწევს ლოცვის აღვლენა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა ტერიტორია, რომელიც მუსლიმმა თემმა ახალი მეჩეთის ასაშენებლად შეიძინა, სადაც ამჟამად მხოლოდ მცირე ხის კონსტრუქცია დგას და მეჩეთის აშენების ნებართვის საქმეს სასამართლო განიხილავს.

ამასთან, მუსლიმთა თემის წუხილი განათლების საკითხსაც შეეხება. თემის წარმომადგენლები განათლების სამინისტროსგან სპეციალური პროგრამების შემუშავებას ითხოვენ, რათა მუსლიმ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდეთ რელიგიური განათლება საქართველოში მიიღონ და ამ მიზნით სხვა ქვეყნებში არ მოუწიოთ წასვლა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა