ირაკლი აბუსერიძის, ლევან დავითაშვილისა და ისნის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით სპორტული მარათონი - „გარბენი ვაზისუბანი 2019 გაიმართა“ ჩატარდა

ვაზისუბანში სპორტული მარათონი - „გარბენი ვაზისუბანი 2019 გაიმართა“. ღონისძიება, სსიპ N163 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით და საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი აბუსერიძის, თბილისის საკრებულოს წევრის ლევან დავითაშვილისა და ისნის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ამასთან, ღონისძიება ჩატარდა „ჰუალინგ ჯგუფის“ მხარდაჭერით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გარბენმა სტარტი ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო და ჰუალინგის პარკთან დასრულდა. მარათონში გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

პარლამენტის წევრმა, ირაკლი აბუსერიძემ ფინალისტებს გამარჯვება მიულოცა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეჯიბრებები და სპორტული აქტივობები მომავალშიც ჩატარდება.

„დღევანდელი ღონისძიება სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება აქტიური, ხალისიანი და ჯანსაღი საზოგადოება. მიხარია, რომ ღონისძიების ინიციატორები ჩვენი რაიონის სკოლის მოსწავლეები არიან, სწორედ მათ გამოთქვეს მარათონის ჩატარების სურვილი. ძალიან საამაყოა, რომ ასეთი მონდომებული და აქტიური ახალგაზრდობა გვყავს. მსგავსი სპორტული აქტივობები და შეჯიბრებები მომავალშიც ჩატარდება. ახალგაზრდებისგან კვლავ ველოდებით საინტერესო იდეებს, რაშიც მათ სრული მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს