გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 3 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 3 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლოჭინის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ლორთქიფანიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, ფაღავას, სანაძის, ერმაკოვის, სტურუას, ჭირნახულის და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ოდიშელიძის, ჩერქეზიშვილის, ლვოვის, ისაკაძის, გელოვანის, ონიაშვილის, ლუქსემბურგის, არდაზიანის, კანდელაკის, ბაქრაძის, ოდესის და მგალობლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წულუკიძის, პეტეფის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ლუბლიანას, ჭიაურელის, ბოხუას, ტერევენკოს და გოგიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, ჭონქაძის, ლერმონტოვის და იაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა