სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კურსდამთავრებულთა პირველ გამოსაშვებ ცერემონიას გამართავს

რუსთაველის თეატრში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კურსდამთავრებულთა პირველ გამოსაშვებ ცერემონიას უმასპინძლებს საქართველოში. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ადელა დელატორე და ამერიკელი პროფესორების დელეგაცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ენტონი ველჩერი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

მათივე ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი: კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის და ქიმია/ბიოქიმიის დარგებში.

„SDSU-ს 2019 წლის კურსდამთავრებულთა 40% უნივერსიტეტს წარჩინებით ამთავრებს, რაც მაღალი მაჩვენებელია. უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები საქართველოში აღჭურვილი არიან ყველა საჭირო უნარითა და ცოდნით იმისათვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ინოვაციური მიდგომებით გადაჭრან გლობალური პრობლემები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა