ჩხოროწყუში 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

ჩხოროწყუში 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას 10-ზე მეტი ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას მკურნალობა უტარდება.

შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბრალდებული მ.შ დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთ შელაპარაკება უძღოდა.

შემთხვევა 30 მაისს მოხდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს