ჟვანიას მოედანთან წყლის ცენტრალური მილის დაზიანების შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სარდაფები დაიტბორა

ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის ცენტრალური მილის დაზიანების შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სარდაფები დაიტბორა.

ადგილზე საბურთალოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, გაიოზ ვასაძე იმყოფება. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ წუთებში სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.

"მგალობლიშვილის ქუჩაზე მოხდა 1000-იანი წყლის მილის დაზიანება, რომელმაც ამ მონაკვეთზე გამოიწვია გზის ჩავარდნა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართის სარდაფები. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა. დასუფთავდა და ამ წუთებშიც გრძელდება შლამისგან ჟვანიას მოედნისა და მიმდებარე ქუჩების გაწმენდა. GWP-ის სამსახური აღწერს სიტუაციას, თუ რა ზარალი მიიღო მოსახლეობამ. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს პრობლემა. დაშავებული არავინაა, დაზიანებულია 2 ავტომობილი, რომელსაც სერიოზული დაზიანება არ აქვს.

რაც შეეხება წყლის მიწოდების აღდგენას, GWP-ის სამსახური ცდილობს წყლის გადართვას და ჟვანიას მოედანსა და მიმდებარე ქუჩებს სასმელი წყლის მიწოდება შეძლებისდაგვარად აღუდგება", - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

იხილეთ ვიდეო: კადრები მგალობლიშვილის ქუჩიდან, სადაც წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა - დატბორილია სახლები და სარდაფები

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს