კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას განახლებული ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნაზე იწვევს

თბილისის მერმა კახა კალაძემ განახლებული ორბელიანის მოედნის გახსნამდე ერთი დღით ადრე, რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა და მოსახლეობა 3 ივნისს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„პირველ ეტაპზე გაკეთდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შემდეგ უკვე განხორციელდა ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაცია. აქ 20 ნაგებობიდან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ყველა მათგანი შენარჩუნებულია. 3 ივნისს, 20:00 საათზე აქ იქნება მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიება, სადაც სტუმრებს ლამაზი სანახაობა და საინტერესო შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ელოდებათ. ვეპატიჟებით ყველას, თბილისელებს თუ დედაქალაქის სტუმრებს. მობრძანდით და შეაფასეთ ჩვენი ნამუშევარი. თუმცა ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ეს არ არის ერთადერთი მასშტაბური პროექტი. ჩვენ არაერთ მსგავს პროექტს ვახორციელებთ და კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ძეგლის რეაბილიტაცია მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში 2 წელი დასჭირდა.

აღნიშნულ ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5700 კვადრატული მეტრია.

დასკვნით ეტაპზე განხორციელდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ორი ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონის - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც განახლდა ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 1.5 მლნ ლარია.

რეაბილიტაცია დასრულდა კეთილმოწყობის სამუშაოებით, რაც გულისხმობს 7 სარეაბილიტაციო ქუჩის, მათ შორის 2 ძირითადი ქუჩის საფეხმავლო მონაკვეთად მოწყობას. ქუჩები სრულად მოპირკეთდა, შეიცვალა განათება, დაირგო მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათებები, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები, ადაპტირებისა და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. განხორციელდა წვდომის სისტემების მონტაჟი საფეხმავლო მონაკვეთების იზოლირებისთვის. კეთილმოწყობის კომპონენტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარია“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა - როგორ გამოიყურება მოედანი განახლების შემდეგ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო