კახა კალაძე ავსტრიის ელჩის განცხადებაზე - ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, არ ვიცი ელჩის განცხადება რას უკავშირდება

ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, არ ვიცი ელჩის განცხადება რას უკავშირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ავსტრიის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც საქართველოში ბიზნესის კეთების შესახებ კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა.

„რაც შეეხება ბიზნესის კეთებას საქართველოში, ამას აკვირდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყოველწლიურად ქვეყნდება მონაცემები იმასთან დაკავშირებით თუ როგორია შესაძლებლობა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ქვეყანაში და საქართველოს ყოველთვის მოწინავე ადგილასაა. კონკრეტულად არ ვიცი რაზეა საუბარი და რას უკავშირდება მისი განცახდება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკომ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. როგორც მან აღნიშნა - „მუდმივად გვიწევს საქართველოში გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემასთან შეჭიდება“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს