ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა მსურველების სიაში შალვა თადუმაძის მოხვედრაზე - მას არაჩვეულებრივი რეპუტაცია და დიდი გამოცდილება აქვს

შალვა თადუმაძე აქვს შესანიშნავი რეპუტაცია და ძალიან დიდი გამოცდილება როგორც იურისტს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიისა და ამ სიაში გენერალური პროკურორის მოხვედრის შეფასებისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ თადუმაძე 144-კაციან სიაშია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა მისი წარდგენა მოსამართლის პოზიციაზე.

„შალვა თადუმაძის გადასაწყვეტი იყო მიიღებდა თუ არა მონაწილეობას შერჩევის პროცედურაში. მას არაჩვეულებრივი რეპუტაცია აქვს. წლების მანძილზე ის იყო ძალიან გამოცდილი ადვოკატი და ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. შემდეგ წლების მანძილზე ეკავა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა მთავრობაში და მას აქვს შესანიშნავი რეპუტაცია, ძალიან დიდი გამოცდილება. თუმცა ბუნებრივია, მე ვერ დავასწრებ მოვლენებს, ეს არის პირველ რიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტი მოხდება თუ არა მისი წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე და ამის შემდეგ დაიწყებს პარლამენტი მსჯელობას“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ თადუმაძე გენერალური პროკურორის პოსტს ინარჩუნებს, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ თადუმაძის გარდა არაერთი ადამიანია სიაში, რომელიც საჯარო თანამდებობას იკავებს.

„აქ არ დგას ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შერჩევაში მონაწილეობა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც არიან დღეს სხვადასხვა საჯარო თანამდებობებზე არიან. ეს გადაწყვეტილება მიიღო შალვა თადუმაძემ, ისევე როგორც უამრავმა სხვა პირმა, რომელიც წარმოდგენილია საჯარო სამსახურში სხვადასხვა ფორმით, მათ შორის არაერთი მოსამართლეა მონაწილე ამ შერჩევის. თეორიულად იქაც შეიძლება საუბარი ინტერესთა კონფლიქტზე, თუმცა რეალურად ამას მყარი საფუძველი არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს შერჩევაში და ეს არის მთავარი მიღწევა, რომელიც ასახულია კანონში. მთავარია ახლა რომ მეორე ეტაპზე სწორად წარიმართოს პროცესი, სწორად მოხდეს ამ 144 -კაციანი სიის დაყვანა 50-კაცამდე და შემდეგ 50-კაციანი სიის დაყვანა 20 კაცამდე. ამის შემდეგ უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა. ზუსტად ამას უზრუნველყოფს კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ყველაფერი წარიმართება საზოგადოების თვალწინ. როგორც ხედავთ, განსაკუთრებული კრიტიკა, იმ ადამიანების მხრიდანაც კი ვერ მოჰყვა ამ 144 კაციან სიას, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ყველაფერთან დაკავშირებით კრიტიკით. ამან უკვე გამოაჩინა, რომ პირველ ეტაპზე ძალიან კარგი პრეცედენტი შეიქმნა ამ პროცედურაში და ასე უნდა გაგრძელდეს ყოველი შემდეგი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა144-კაციან სიაში არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, ადვოკატები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი და სხვა პირები. კერძოდ, სიაში არიან: თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, ილონა თოდუა, გიორგი კონდახიშვილი, თამარ ლალიაშვილი, დავით მამისეიშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი, დავით ღიბრაძე, მერაბ ჯორბენაძე, პაატა სილაგაძე, ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე და სხვები.

იხილეთ ვიდეო: გენერალური პროკურორი მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში - მმართველ გუნდში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავენ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო