ირაკლი კობახიძე - გაგრძელდება მუშაობა, რომ ანაკლიის პროექტი წარმატებით განხორციელდეს

ჩვენთვის პრიორიტეტია ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, საბოლოო ჯამში წარმატებით განხორციელდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის სპიკერი ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჯერ ბრძანების გაცემას, შემდეგ კი გაუქმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ვითარება დღეს დალაგებულია“.

„იყო სპეციფიური ვითარება, როდესაც მოხდა სამინისტროში ცვლილება, შეიცვალა მინისტრი. ასეთ ვითარებაში არის შესაძლებელი რა თქმა უნდა, რომ გარკვეული გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული ისე, რომ მინისტრი არ იყო საქმის კურსში. აქ ჩასახედია დეტალებში, ისე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. მთავარია, რომ ვითარება დღეს არის დალაგებული, ყველაფერს მოეფინა ნათელი და ყველაფერი გაგრძელდება ისე, რომ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები იყოს გატარებული. ჩვენთვის პრიორიტეტი არის ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ამაზე ვსაუბრობთ ყოველ ჯერზე, როდესაც გვაქვს საშუალება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, საბოლოო ჯამში წარმატებით განხორციელდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე: არის თუ არა ინფორმირებული, რომ ფოთის პორტის 55%-იანი წილის მფლობელი დაკავშირებულია მმართველ პარტიასთან და "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ სხვა ბიზნესმენებთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" 30 ათასი წევრი ჰყავს და მათ შორის შესაძლოა, იყვნენ ბიზნესმენებიც.

"მთავარია, რომ გამორიცხულია ყველანაირი კორუფციული გარიგება. თუ საუბარია იმაზე, რომ ვინმე რაიმე კავშირს იყენებს უსამართლოდ და არასწორად, ამაზე შეიძლება ლაპარაკი. თუ ასეთი ფაქტები არ არის, ბუნებრივია, ყველაფერი არის წესრიგში", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, 29 მაისს, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.

30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა. ამასთან, მისი განმარტებით, დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას, ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელთან დაკავშირებითაც, პროცესი დაწყებულია მანამ, სანამ ის მინისტრად დაინიშნებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო