ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვალ ახალი ტექნოლოგიური კორპუსის გახსნის ცერემონიას გამართავენ

4 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ახალი ტექნოლოგიური კორპუსის გახსნის საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ანტონი ველჩერი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU საქართველოს დეკანი ჰალილ გუვენი და სხვა სტუმრები დაესწრებიან.

მათივე ინფორმაციით, ოთხსართულიანი, 4600 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა ვაკის პარკთან, ქ. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და SDSU საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში აშენდა.

„უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში განთავსდა საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები და სამუშაო სივრცეები.

შენობა დასრულებულია და პირველ სტუდენტებს სექტემბერში უმასპინძლებს. აქ სან დიეგოს სახელმწიფოს უნივერსიტეტის – საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ისწავლიან.

პროექტი განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპტაქტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო