საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მგალობლიშვილის ქუჩაზე გზის საფარის ჩანგრევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მგალობლიშვილის ქუჩაზე, სადაც წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო გზის საფარი ჩაინგრა, ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია და შესაბამისი სამსახურები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს ატარებენ. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ძლიერმა წყლის ნაკადმა გამოიწვია ასფალტის დონის დაწევა, რამაც ორმო წარმოქმნა და პარკინგზე მდგარი ორი მსუბუქი ავტომანქანა ჩაიყოლა. ამასთანავე, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ს. მგალობლიშვილის ქუჩაზე, სასმელი წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა და გადმოღვრილმა წყალმა მიმდებარე ტერიტორია დატბორა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და ყველა სხვა კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები.

მომხდარის შედეგად, დაზიანდა საავტომობილო გზის ნაწილი - ძლიერმა წყლის ნაკადმა გამოიწვია ასფალტის დონის დაწევა, რამაც ორმო წარმოქმნა და პარკინგზე მდგარი ორი მსუბუქი ავტომანქანა ჩაიყოლა. ამასთანავე, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიც. მეხანძრე-მაშველებმა წყლის ამოტუმბვის სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოეს. ორმოდან ამოიყვანეს მსუბუქი ავტომანქანებიც. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია და შესაბამისი სამსახურები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს ატარებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო