ზაზა სარალიძე - სამართლის ნაწილობრივ აღდგენა მოხდა, ბრძოლა ისევ გრძელდება - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ჩემი შვილის და ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისგან

ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა ისევ გრძელდება ბოლომდე. ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ზაზა სარალიძემ ყველას მოუწოდა მისი ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

„ეს იყო სამართლის აღდგენის პირველი უდიდესი ნაწილი. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ძალიან კარგად იცით. პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას. ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა ისევ გრძელდება ბოლომდე. არავინ იფიქროს რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ! მოვუწოდებ ყველა ადამიანს, თავი შეიკავონ ყველანაირად ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისგან. ჩემზე უკეთ არავინ იცის ჩემი შვილი როგორ დავიცვა“,- განაცხადა სარალიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა