სააპელაციო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა გაუზარდა და 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სააპელაციო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს - გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა და ორივე მათგანს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ორი არასრულწლოვნის - გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბრიფინგი გაიმართა.

როგორც სპიკერმა მოსამართლემ ნინო სანდოძემ განაცხადა, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სააპელაციო საჩივრების განხილვა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. პირველი ინსტანციის სასამრთლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამანაშავედ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ.დ.-ს განზრახ მკველობისთვის, ხოლო გ.ჯ. ცნობილი იქნა დამანაშავედ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დ.ს. მკველობის მცდელობისთვის. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული იქნა, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა. ხოლო ბრალის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ.ს. მკვლელობა ჩაიდინეს გ.ჯ.-მ და გ.ბ.-მ ჯგუფურად, თუმცა გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გ.ჯ.-ს მიერ დავით სარალიძის მკველობის ჯგუფურად ჩადენის ნაწილში და დაადგინა: 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწოვან დ.ს. განზრახ მკველობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება არასრულწლოვან გ.ბ.-ს, სასამართლომ განაჩენი მის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დატოვა უცვლელი, თუმცა დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბლოოდ განუსაზღვა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამრთლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, - განაცხადა სანდოძემ.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ჯ.-ს სასჯელის სახით 9 წელი და 9 თვე, გ.ბ.-ს კი 10 წელი და 6 თვე ჰქონდა შეფარდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო