სერგი კაპანაძე - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და ის თავისუფალია

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და ის თავისუფალია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ და აღნიშნა, რომ კონკრეტული დასკვნების გარდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, რომ ის, ვინც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, თავისუფალია, რაზე რეაგირებაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.

„პრაქტიკულად, დადასტურდა ის, რაზეც საგამოძიებო კომისიამ შარშან დადო თავისი დასკვნა. კერძოდ ის, რომ დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და ის არის თავისუფლებაზე. ამ სასამართლომაც კი, რომელიც სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, არ გაიზიარა აბსურდული და ვიტყოდი, კატასტროფული არგუმენტები, რომელიც გააჩნია პროკურატურას ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში და ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოს დონეზე. როგორც ჩანს, იმდენად მოერიდა სასამართლო იმ რისხვას, რაც შეიძლება მოჰყოლოდა არასამართლიან გადაწყვეტილებას, რომ პრაქტიკულად, პირველ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. ეს ნიშნავს იმას, რომ კომისიის დასკვნა არის ისევ რელევანტური და მათზე უნდა მოხდეს რეაგირება უმოკლეს ვადებში. ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის განზრახ მკვლელობაში მონაწილე ადამიანი, რომელმაც დათო სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, თავისუფლებაზეა და ამის შესახებ იცის ყველამ, კონკრეტული დასკვნებია დადებული და ეს უკვე დაადასტურა სასამართლოს მეორე ინსტანციამ. ახლა ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ეს ადამიანები დაისაჯონ და იზეიმოს მართლმსაჯულებამ“, - განაცხადა კაპანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების აღსრულება ამ ეტაპზე პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

„ამ ადამიანების გამოსავლენად მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. თავის დროზე, ეს საქმე პროკურატურის მიერ გაფუჭებული იყო. კომისიამ ესეც დაადგინა, თუ ვინ მიიღო მონაწილეობა ამ საქმის გაფუჭებაში და ვინ არიან კონკრეტული პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის სისტემაში, ვინც ამ საქმის ასე ვთქვათ, გაყალბებაში მონაწილეობდა. ამიტომ, ახლა მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო ამ საქმის გახსნისთვის და ვიდრე ეს ნება არ იარსებებს, ბუნებრივია, დარჩება ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ვართ“, - აღნიშნა კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა