პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას

31 მაისს - 3 ივნისს, სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ, ბრატისლავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება, რომელსაც პარლამენტიდან მუდმივმოქმედი დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით ესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გამართულ კომიტეტის სხდომებზე ისაუბრეს საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე.

ამასთან, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის თავდაცვის ტრანსფორმაციას. კომიტეტის სხდომებზე ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე და საპასუხოდ გასატარებელ ღონისძიებებზე.

სესიის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ის კონგრესმენს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ჯერი კონოლის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, თურქული დელეგაციის ხელმძღვანელს ოსმან ბაკს, საპარლამენტო ასამბლეის, წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციების სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას საქართველოს პარლამენტიდან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი, გიორგი კანდელაკი ესწრებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა