ბუშის ქუჩასა და კახეთის გზატკეცილზე სამუშაოები მიმდინარეობს

ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, რომელმაც მედიას ბუშის ქუჩაზე და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მერის მოადგილემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე დაკავებული კონტრაქტორი სხვა კომპანიით ჩანაცვლდა.

„კომპანიას, რომელიც გეგმა-გრაფიკს არღვევდა, ხელშეკრულება შეუწყდა. ბუნებრივია, მას თანხა არ ანაზღაურებია. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ახალი ტენდერი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე არსებულ თარგს, არამედ მთლიანად კახეთის გზატკეცილზე არსებულ ყველა თარგს. დაახლოებით, 7 ჰექტარ ტერიტორიაზეა საუბარი. გამარჯვებულმა კომპანიამ „გრინსერვის +“ უკვე დაიწყო მუშაობა: მიმდინარეობს ბუშის ქუჩაზე არსებული არაკეთილსინდისიერად შესრულებული ძველი სამუშაოს დემონტაჟი. ასევე 7 ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სარწყავი სისტემის გამოცვლა; გადარგულია დაახლოებით 50-მდე ხე-მცენარე. სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის, კახეთის გზატკეცილზე ჩვენ გვექნება განახლებული თარგები, მათ შორის ის თარგიც, სადაც მონუმენტი „ადამიანი და მზე“ მდებარეობს. იქ მოეწყობა ხელოვნური ტბა, დაირგვება 36 ათასი ხე-მცენარე და ბუჩქი, ასევე, მთლიანად აღდგება ბალახოვანი საფარი”, - განაცხადა მაია ბითაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კომპანიასთან „გრინსერვის +“ ხელშეკრულება 17 მაისს გაფორმდა. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 21 მაისს დაიწყო და დასრულების ვადად განისაზღვრა 190 კალენდარული დღე.

„ამ ეტაპისთვის, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა 500-ზე მეტი მწვანე-ნარგავის გადარგვა, გამყოფი ზოლებიდან და კახეთის შემოსასვლელიდან „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრამდე; მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სარწყავი სისტემისა და განათების მოსაწყობად; ელექტრომომარაგების გადმოსაყვანად მოწყობილია მილები კახეთის გზატკეცილის შუა თარგიდან „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრამდე; განაპირა თარგებში მიმდინარეობს ახალი სარწყავი სისტემისთვის მაგისტრალური მილსადენების მოწყობა; მიმდინარეობს ბუშის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე არსებული გაბიონებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისის მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ბუშის ქუჩის პირველი 250-მეტრიანი თარგი მოეწყობა ტერასულად. შეიქმნება მრგვალი კლუმბების კომპოზიციები. მეორე თარგი დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება და გამოიყენება პირველი თარგის ანალოგიური გაბიონები. ორივე თარგში, დაახლოებით 10 000 კვ. მ-ზე, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარეები, 3500 ძირი ბალახოვანი მცენარე, 15 ხე და 61 ბუჩქი.

კახეთის გზატკეცილზე 62 000 კვ. მ. ფართობზე, მე-4 თარგში დაითესება ბალახი, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება 997 ხე, 321 ბუჩქი და 34 500 ბუჩქი ცოცხალი ღობისთვის.

სულ სამივე თარგში, 72 000 კვ.მ. ფართობზე დაითესება ბალახი, დაირგვება 1012 ხე, 34 882 ბუჩქი და 3 500 ძირი ბალახოვანი მცენარე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო