ვლადიმერ კონსტანტინიდი - ე.წ. ჩემპიონატში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საფეხბურთო გუნდების მონაწილეობა საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმურობის საფუძველი ვერ გახდება

ე.წ. ჩემპიონატში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საფეხბურთო გუნდების მონაწილეობა არ გულისხმობს და ვერ გახდება საოკუპაციო რეჟიმების რაიმე ფორმით ლეგიტიმურობის მოპოვების საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა არაღიარებულ მთიან ყარაბახში მიმდინარე ე.წ. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის საფეხბურთო გუნდების მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

საგარეო უწყების წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღნიშნულის ინიციატორი და ორგანიზატორი კონიფააა, რომელიც არაღიარებული რეგიონების საფეხბურთო ასოციაციათა ფედერაციას წარმოადგენს.

„ფიფა და უეფა არ აღიარებენ და კატეგორიულად ემიჯნებიან კონიფა-ს და მსგავს ორგანიზაციებს, რომლებშიც ძირითადად არღიარებული რეჟიმებისა და რეგიონების საფეხბურთო გუნდები არიან წარმოდგენილი.

საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და მხარდაჭერა საქართველოს მიერ წარმოებული არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით არის ურყევი და უცვლელი, რაც არაერთ საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტში და განცხადებაში გამოიხატება. არაღიარების პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მთავარ, ძირითად საგარეო პოლიტიკური მიმართულების პრიორიტეტს. საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ მუშაობას არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისა და რისკების შემდგომი პრევენციის მიზნით“,-აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

იხილეთ ვიდეო: მთიან ყარაბახში, ე.წ. ევროპის ჩემპიონატზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის საფეხბურთო გუნდების მონაწილეობენ - ფაქტს საგარეო უწყებაში აფასებენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს