ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეწარმეობის და ინოვაციების ექსპერტმა მასტერკლასი ჩაატარა

ბიზნესისა და ტექნოლოგიებს უნივერსიტეტს მსოფლიოს უმაღლეს ლიგაში შესული Henley Center for Entrepreneurship-ის აკადემიური დირექტორი, მეწარმეობის და ინოვაციების ექსპერტი, პროფესორი ენდრიუ გოდლი ესტუმრა. მან სტუდენტებისა და არა მხოლოდ მათთვის ჩაატარა მასტერკლასი სახელად, მეწარმეობა დღეს, სამეწარმეო ეკოსისტემა დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოში. ღონისძიება ბრიტანეთის საბჭოსა და შემოქმედებითი ნაპერწკალის პროგრამის ფარგლებში, თბილისის კრეატიული ცენტრის ეგიდით ჩატარდა. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეთანხმება, რომ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდება სამეწარმეო ცენტრი, რომლის ოფიციალური პარტნიორი ჰენლის მეწარმეობის ცენტრი იქნება. ამ ღონისძიებით დასრულდა ბიზნესისა და ტექნოლოგოლიების უნივერსიტეტისა და ჰენლის ბიზნესკოლის თანამშრომლობის პირველი ეტაპი, რომელსაც ორივე მხარე პოზიტიურად აფასებს. როგორც უნივერიტეტში განმარტავენ, თანამშრომლობა მომავალშიც ანალოგიურად გაგრძელდება.

ანდრო რურუა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი: „ჩვენ ვახორციელებთ ბრიტანეთის საბჭოს პროექტს ჰენლის ბიზნეს სკოლასთან ერთად. თანამშრომლობის ფარგლებში სტარტაპების მხარდაჭერა ხდება. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ბრიტანეთიდან გვყავს სტუმრები, რომლებმაც სტუდენტებისთვის ჩაატარეს მასტერკლასი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე. სტუდენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ გაიგონ, ამ მიმართულებით როგორი პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთში. რაც შეეხება, ზოგადად ჩვენი და ჰენლის ბიზნეს სკოლის თანამშრომლობას, ეს ჩვენი ურთიერთობის მხოლოდ დასაწყისია და სამომავლოს ეს პროცესი უფრო გაფართოვდება. გადაწყდა, რომ უნივერსიტეტში სამეწარმეო ცენტრი შეიქმნება ჰენლის სამეწარმეო ცენტრთან თანამშრონლობით. მათი გამოცდილების გაზიარება კი ჩვენი საბოლოო მიზნების წარმატებით მიღწევაში ძალიან დაგვეხმარება.“

ენდრიუ გოდლი, Henley Center for Entrepreneurship-ის აკადემიური დირექტორი, მეწარმეობის და ინოვაციების ექსპერტი, პროფესორი: «ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის ადგილი, რომელიც სტუდენტებს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. თანამედროვე სამყაროში კი, ყველაზე მთავარი, რაც სტუდენტმა შეიძლება მიიღოს, სწორედ შესაძლებლობებია. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. მის ფარგლებში არაერთი კრეატიული პროექტი განხორციელდა. კრეატიული ინდუსტრია თბილისში ნამდვილად იცვლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მეწარმეობის განვითარებას კრეატიულ სექტორში და მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ. ვიმედოვნებთ, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამაშრომლობით სამეწარმეო ეკოსისტემას სულ სხვა დონეზე განვითარდება. განვითარების ეს ტემპი კი მხოლოდ უნივერსიტეტს კი არა, მთელ ქალაქსაც შეეტყობა.“

ლებენე სოგა, ჰენლის ბიზნეს სკოლის წარმომადგენელი: „ძალიან აღფრთოვანებული და კმაყოფილი ვარ იმით, რაც აქ ხდება. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, შევქმნათ ძლიერი სივრცე, რომელიც სტუდენტებს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს შესთავაზებს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ქალაქისთვის ან ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. რადგან აქ დაბადებული იდეები მართლაც გამორჩეულია და მე ამ ყველაფრით აღფრთოვანებული ვარ. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება და ვიმედოვნებ, ეს რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამეწარმეო სისტემა აქ უნდა აყვავდეს და ეს ყველაფერი დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზეც.“

ჰენლის ბიზნეს სკოლა ბინზეისისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთი-ერთი მთავარი საერთაშორისო პარტნიორია. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა კი გასული წლის ოქტომბერში დაწიყო. ანალოგიურუ პროექტის განხორციელება სამომავლოდაც იგეგმება.

იხილეთ ვიდეო: ბიზნესისა და ტექნოლოგიებს უნივერსიტეტს მსოფლიოს უმაღლეს ლიგაში შესული Henley Center for Entrepreneurship-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა